პირობები
ვებგვერდის სამომხმარებლო შეთანხმება
ვებგვერდი www.confera.ge წარმოადგენს შპს „ორიენტალ ჰოსფითალითი“ (შემდგომში „კომპანია“) კუთვნილებას და იმართება ამავე კომპანიის მიერ. თუ თქვენთვის ხელმისაწვდომია ამ საიტზე რეგისტრაცია და ავტორიზაცია, ესე იგი თქვენ ეთანხმებით ჩვენი ვებგვერდის წესებს. თუ თქვენ არ ეთანხმებით ჩვენ მიერ შემოთავაზებულ ხელშეკრულების პირობებს, თქვენ ვერ ისარგებლებთ ჩვენი საიტის მომსახურეობით.
ტერმინთა განმარტებები
„საიტი“ და „ვებგვერდი“ - შპს „ორიენტალ ჰოსფითალითი““ მფლობელობაში არსებული ვებ გვერდი www.confera.ge; „მომხმარებელი“ - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს საიტითა და აღნიშნულ საიტზე არსებული პროდუქტ(ებ)ით; „ადმინისტრაცია“ - საიტის მმართველი კომპანია ან/და მისი წარმომადგენელი.
შეთანხმების ძირითადი პირობები
ეს საიტი გამოიყენება საინფორმაციო და სარეკლამო მიზნით და შესაძლოა შეიცავდეს შეცდომებს. საიტზე მითითებული ყველა ფასი დინამიურია და ექვემდებარება დასტურს.
1. მომხმარებლის უფლებები
ნებისმიერი ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შეუძლია დარეგისტრირდეს საიტზე და ისარგებლოს საიტზე განთავსებული სერვისებით.
2. მომხმარებლის ვალდებულებები
2.1 მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას ვებ-გვერდის მოხმარების წესები და პირობები; 2.2 მომხმარებელი იღებს ვალდებულებას საიტის მის პერსონალურ ბაზაში პერიოდულად გაანახლოს მის შესახებ ინფორმაცია (ასეთი ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში); 2.3 მომხმარებელი ვალდებულია საიტის მის პერსონალურ ბაზაში განათავსოს უტყუარი ინფორმაცია და განთავსებული ინფორმაცია შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ წესებს; 2.4 მომხმარებელი ვალდებულია ვებ-გვერდზე ჰქონდეს მხოლოდ ერთი ანგარიში და არ გამოიყენოს რამდენიმე სხვადასხვა მომხმარებლის სახელი; 2.5 მომხმარებელი ვალდებულია სრულყოფილად შეავსოს ყველა ის ველი, რომელიც მოცემული აქვს ვებ-გვერდის ადმინისტრაციას.
3. ვებ-გვერდის ადმინისტრაციული უფლებები
3.1 ვებ-გვერდის ადმინისტრაციას უფლება აქვს რეგისტრირებული მომხმარებლებისგან მოითხოვოს მოხმარების წესებისა და პირობების დაცვა; 3.2 მომხმარებლის მიერ წესების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას წესების დამრღვევ მოხმარებელს შეუზღუდოს ვებ-გვერდით სარგებლობის უფლება მანამ, სანამ მოხმარებელი არ უზრუნველყოფს არსებული ხარვეზის გამოსწორებას; 3.3 წესების დარღვევის აღმოჩენისთანავე ადმინისტრაცია ამის შესახებ ატყობინებს მომხმარებელს მის მიერ კომპანიის/მომხმარებლის შესახებ მონაცემებში მითითებული საკონტაქტო ტელეფონის ან/და ელ-ფოსტის საშუალებით, რის შემდეგაც მოხმარებელს დარღვევის გამოსასწორებლად ეძლევა არაუმეტეს 1 (ერთი) სამუშაო დღისა. აღნიშნულ ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს დაბლოკოს მომხმარებლის ანგარიში. რაც გულისხმობს, რომ მომხმარებელი ვეღარ შეძლებს ვებგვერდით სარგებლობას; 3.4 ადმინისტრაციას უფლება აქვს წესების უხეში დარღვევის ან ერთი მომხმარებლის მიერ ერთი და იგივე წესის ორჯერ ან მეტჯერ დარღვევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაბლოკოს მომხმარებლის ანგარიში მისი წინასწარი გაფრთხილების გარეშე. 3.5 ადმინისტრაციას უფლება აქვს წაშალოს ან/და დაბლოკოს მოხმარებლის ანგარიში თუ მისთვის ცნობილი გახდება დადასტურებული ინფორმაცია მომხმარებლის ისეთი არაკეთილსინდისიერი მოქმედებების შესახებ, როგორიცაა: მისთვის სერვისის/მომსახურების გაწევისას უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევა, ფინანსური მაქინაციები და სხვა.
4. ჯავშნის გაუქმებისა და თანხის დაბრუნების პოლიტიკა
4.1. ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, კონკრეტული ჯავშნის გაუქმების პირობები და სანქციების ოდენობა განისაზღვრება კონკრეტული სასტუმროს / დაწესებულების შიდა წესებისა და პოლიტიკის შესაბამისად და შესაძლოა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. აღნიშნული გაუქმების პირობებს კომპანია მომხმარებელს აცნობებს მომხმარებლის წინასწარი მოთხოვნის შემთხვევაში 4.2 მომსახურების / ღონისძიების გაუქმების შემთხვევაში გადახდილი თანხა დაბრუნებას შპს „ორიენტალ ჰოსპითლითის“ მხრიდან არ ექვემდებარება 4.3 წინამდებარე პოლიტიკა ვრცელდება Oriental Hospitality LLC-ის მეშვეობით განხორციელებულ ჯავშნებზე.
5. პერსონალური მონაცემების დაცვა
5.1 ჩვენ ვაგროვებთ მხოლოდ იმ პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც საჭიროა ვებგვერდის მუშაობისა და ჯავშნების დამუშავებისთვის: თქვენს სახელს, ელფოსტის მისამართს, ტელეფონის ნომერს და ჯავშნების დეტალებს. ამ მონაცემებს ვუზიარებთ მხოლოდ იმ სასტუმროს, რომელშიც ჯავშანს აკეთებთ, და მომსახურების მომწოდებლებს, რომლებიც ვებგვერდის მუშაობაში გვეხმარებიან (მაგალითად, ჰოსტინგი და ელფოსტის გაგზავნა); თქვენს მონაცემებს არ ვყიდით და სარეკლამო მიზნებისთვის არ ვიყენებთ. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ „დაგვიკავშირდით“ გვერდიდან, რათა გაეცნოთ თქვენს მონაცემებს, შეასწოროთ ან წაშალოთ ისინი. 5.2 ვებგვერდი იყენებს მხოლოდ მუშაობისთვის აუცილებელ საშუალებებს: ქუქი-ფაილს, რომელიც იმახსოვრებს არჩეულ ენას და ბრაუზერის მეხსიერებას, რათა სისტემაში შესული დარჩეთ და დაუსრულებელი ჯავშანი არ დაიკარგოს; სარეკლამო ან ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს არ ვიყენებთ.
6. ცვლილებები სამომხმარებლო შეთანხმებაში
6.1 კომპანიის ადმინისტრაციას უფლება აქვს საიტის სამოხმარებლო შეთანხმებაში ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები საკუთარი ინიციატივით ან/და საქართველოს კანონმდებლობაში შესული ცვლილებების მიხედვით. 6.2 წინამდებარე შეთანხმებასა და კომპანიასა და მომხმარებელს შორის დადებულ ინდივიდუალურ ხელშეკრულებას (ტურისტული მომსახურების ხელშეკრულება, სააგენტო მომსახურების ხელშეკრულება, სტანდარტული მომსახურების ხელშეკრულება ან/და სხვ.) შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება მხარეთა შორის დადებული ინდივიდუალური ხელშეკრულების პირობებს.
