Confera

როგორ დავჯავშნოთ დარბაზი?

  1. ნაბიჯი 1

    იპოვეთ დარბაზი

    • მთავარ გვერდზე აირჩიეთ ქალაქი, თარიღი, პერიოდი და სტუმრების რაოდენობა, შემდეგ დააჭირეთ „ძიებას“.
    • გახსენით დარბაზი და ნახეთ მისი ფოტოები, განლაგებები, ფასები და ხელმისაწვდომი პერიოდები.
    • დარბაზის დაჯავშნა შესაძლებელია ღონისძიებამდე არანაკლებ 5 კალენდარული დღით ადრე.
  2. ნაბიჯი 2

    გაგზავნეთ ჯავშნის მოთხოვნა

    • ბლოკში „დარბაზის დაჯავშნა“ აირჩიეთ თარიღი, პერიოდი, განლაგება, სტუმრების რაოდენობა და, საჭიროების შემთხვევაში, ბუფეტი.
    • შეგიძლიათ სასტუმროს დაუტოვოთ კომენტარი, მაგალითად, ღონისძიების სახელი.
    • გაეცანით წესებს და პირობებს, მონიშნეთ, რომ წაიკითხეთ და დააჭირეთ „ჯავშნის მოთხოვნის გაგზავნას“.
    • ჯერ არ ხართ შესული? შედით ან დარეგისტრირდით (შეგიძლიათ Google-ითაც). თქვენი არჩევანი შეინახება და მოთხოვნა მაშინვე გაიგზავნება.
    • მოთხოვნის გაგზავნა უფასოა. სანამ სასტუმრო თქვენს მოთხოვნას დაადასტურებს ან უარყოფს, სხვა კლიენტი ვერ გააგზავნის ჯავშნის მოთხოვნას იმავე პერიოდში.
  3. ნაბიჯი 3

    სასტუმრო გიპასუხებთ 24 საათში

    • სასტუმრო დაადასტურებს ან უარყოფს თქვენს მოთხოვნას. ორივე შემთხვევაში მიიღებთ ელფოსტას.
    • თუ სასტუმრო 24 საათში არ გიპასუხებთ, მოთხოვნას ვადა ავტომატურად გაუვა.
    • თუ მოთხოვნა უარყოფილია ან ვადა გაუვიდა, არაფრის გადახდა არ გიწევთ.
  4. ნაბიჯი 4

    გადარიცხეთ წინასწარი გადასახადი

    • როცა სასტუმრო დაადასტურებს თქვენს მოთხოვნას, თქვენი ჯავშნის გვერდზე („ჩემი ჯავშნები“) ნახავთ ღირებულებას, სასტუმროს საბანკო ანგარიშს (IBAN), გადარიცხვის დანიშნულებას (მაგ. BK-3F2A9C1D) და გადარიცხვისა და ასახვის საბოლოო ვადას (გადარიცხვისა და ასახვის ცხრილი იხილეთ დაბლა).
    • გადარიცხვისას დანიშნულებაში მიუთითეთ ეს კოდი, რომ სასტუმრომ თქვენი გადახდა იცნოს.
    • იმ შემთხვევაში თუ დარბაზს ჯავშნით მითითებულ თარიღამდე 5-7 კალენდარული დღით ადრე, უმჯობესია გადარიცხვა განახორციელოთ დაუყოვნებლივ თქვენი მოთხოვნის დადასტურების შემდეგ.
    ღონისძიებამდეწინასწარღირებულების გადარიცხვისა და ასახვის ვადა
    30 დღე ან მეტი30%72 საათი
    8–29 დღე100%72 საათი
    5–7 დღე100%24 საათი

    ვადა აითვლება სასტუმროს მიერ მოთხოვნის დადასტურებიდან.

    წინასწარი გადასახადი არ ბრუნდება.

  5. ნაბიჯი 5

    სასტუმრო დაადასტურებს ჯავშანს

    • როცა სასტუმრო თქვენს გადარიცხვას მიიღებს, ის საბოლოოდ დაადასტურებს ჯავშანს და ელფოსტით მიიღებთ საბოლოო დადასტურებას.
    • წერილში იქნება სასტუმროს შეტყობინება: როგორ და როდის გადაიხადოთ დარჩენილი თანხა და ვის დაუკავშირდეთ.
    • თუ თანხა გადარიცხვისა და ასახვის საბოლოო ვადამდე არ აისახება სასტუმროს მიერ მოწოდებულ ანგარიშზე, სასტუმრო უფლებამოსილია გააუქმოს თქვენი ჯავშანი.

ჯავშნის სტატუსები

ყველა თქვენი ჯავშანი და მისი სტატუსი ჩანს გვერდზე „ჩემი ჯავშნები“.

  • მოთხოვნა გაგზავნილიაველოდებით სასტუმროს პასუხს.
  • ელოდება გადარიცხვასსასტუმრომ დაადასტურა მოთხოვნა. გადარიცხეთ წინასწარი გადასახადი საბოლოო ვადამდე.
  • დადასტურებულიდარბაზი დაჯავშნილია.
  • უარყოფილისასტუმრომ მოთხოვნა უარყო.
  • ვადაგასულისასტუმრომ 24 საათში არ უპასუხა.
  • გაუქმებულისასტუმრომ ჯავშანი გააუქმა, რადგან თანხა ვადაში არ აისახა მის ანგარიშზე.

ცვლილებები და გაუქმება

ჯავშნის შეცვლა ან გაუქმება საიტზე შეუძლებელია. ნებისმიერი ცვლილება შეუთანხმეთ უშუალოდ სასტუმროს — მისი კონტაქტი მოცემული იქნება საბოლოო დადასტურების წერილში.